სიახლები

31-05-2019 ჯანმრთელობისთვის საშიში - ქრომი

ქრომი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორმა მეცნიერმა აღმოაჩინა და გამოყო: 1797 წელს ნ. ლ. ვოლკენმა და 1798 წელს - მ. გ. კლაპროტმა.
ქრომი თეთრი-მოვერცხლისფრო, ძნელად დნობადი მეტალია, ის ყველაზე მაგარი ლითონია სუფთა ლითონებს შორის. დედამიწის ქერქში 0,01% - ია.
ქრომი ერთ-ერთი ბიოგენური ელემენტია, თუმცა ქრომის ნაერთები, სადაც მისი ჟანგვის რიცხვი +6-ია, განსაკუთრებით მომწამვლელია. ქრომ(VI)-ის ნაერთები იწვევენ სასუნთქი გზების დაავადებებს, კუჭის წყლულს, ღვიძლის და თირკმელების დაავადებებს, ანემიას, კანზე წყლულების გაჩენას, ახასიათებს კანცეროგენული მოქმედება.
ქრომით მოწამვლის სიმპტომებია: ღებინება, თავბრუსხვევა, კანკალი, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, კუჭის ტკივილი, სუნთქვის გართულება.

ნანახია 2474-ჯერ